კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სტუმრად ეწვია კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორთან, ზაზა აბაშიძესთან ერთად დაათვალიერა ცენტრის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ხელნაწერთა საცავები, რესტავრაციისა და დიგიტალიზაციის ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა და მემორიალური მუზეუმ-კაბინეტი.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე. ასევე განიხილეს ცენტრის წინაშე არსებული გამოწვევები და იმსჯელეს მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე.